ჩვენ შესახებ

ელექტრონული საფულე ანგარიშსწორების ყველაზე თანამედროვე, უსაფრთხო და მოსახერხებელი მეთოდია, რომელიც არამხოლოდ ამარტივებს მყიდველსა და გამყიდველს შორის ფინანსურ ურთიერთობას, არამედ ორივე მხარეს სთავაზობს ფულადი ოპერაციების განხორციელებისათვის უამრავ დამატებით ფუნქციას.
 
უნიფეის შესახებ
 
კომპანია უნიფეი სთავაზობს მომხმარებელს უნივერსალურ და ერთიან ანგარიშსწორების სისტემას. არა აქვს მნიშნვნელობა ხართ ბიზნესის მფლობელი და თქვენი ინტერესია მარტივად მიიღოთ გაყიდული პროდუქციისა თუ სერვისის თანხა, თუ ხართ ფიზიკური პირი და გსურთ თანხის მიღება/გაგზავნა, ონლაინ შოპინგი ან სერვისის ღირებულების გადახდა, უნიფეის ელექტრონული საფულე ყველაზე სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო მეთოდია ამისათვის. 
 
კომპანია უნიფეი ასევე ფლობს სერვის ცენტრებს საქართველოს მასშტაბით, სადაც ნაღდი ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რაც ონლაინ რეჟიმში. სერვის ცენტრები მოსახერხებელია გადახდების მისაღებად, თანხების გაცემისათვის და ელექტორნულ საფულეში დაგროვილი ვირტუალური ფულის გასანაღდებლად.
 
უსაფრთხოება
 
უნიფეის პრიორიტეტია მომხმარებელმა გამოიყენოს ანგარიშსწორების უსაფრთხო სისტემა. ნებიემიერი სახის პირადი ინფორმაცია (საბანკო ანგარიში, პლასტიკური ბარათების მონაცემები, პაროლი და ა.შ.) სისტემაში კონფიდენციალური და დაცულია არასანქცირებული წვდომის, გამოყენების ან გამჟღავნებისაგან. 
ყველა ტრანზაქცია დაცულია SSL პროტოკოლის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების 256 ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარი და სერტიფიცირებულია Thawte–ის მიერ. ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმაციის რომელიმე მესამე პირზე გადაცემისაგან დაცვას. 
 
გუნდი
 
უნიფეი დაკომპლექტებულია ძლიერი, პროფესიონალური გუნდით, დიდი გამოცდილებით ონლაინ გადახდის სისტემების და ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრნული ფულის განვითარებას საქართველოში და მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, უსაფრთხო ანგარიშსწორებისათვის.