აქცია უნიფეისგან!

აქცია უნიფეისგან! იყავი იღბლიანი 34-ე და მიიღე ანგარიშზე 100€ უნიფეისგან საჩუქრად!

განახორციელე შენს უნიფეის სეპას ანგარიშზე საბანკო ტრანზაქცია სეპას წევრი 34 ქვეყნიდან. ყოველი 34-ე ტრანზაქციის მიმღები უნიფეისგან დასაჩუქრდება 100 ევროთი.

SEPA-ს შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ანგარიშის გასააქტიურებლად მიჰყევით ბმულს: www.unipay.com/sepa

გამოიყენე SEPA-ს ევროპული ანგარიში ევროპის 34 ქვეყნიდან თანხის მისაღებად.

აქციის წესები და პირობები:

1. მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ უნიფეის სისტემაში დარეგისტრირებულ ელექტრონული საფულის ვერიფიცირებულ მომხმარებელს, რომელსაც გააქტიურებული აქვს უნიფეის SEPA-ს ვირტუალური ანგარიში.

2. მომხმარებელს პირად SEPA-ს ანგარიშზე უნდა აერიცხოს აქციის მიმდინარეობის პერიოდში მინიმუმ 10€ ერთჯერად გადმორიცხვაზე, რათა ჩაერთოს აქციაში.

3. მომხმარებელი არ არის შეზღუდული ტრანზაქციების რაოდენობაში, ანუ თანხას რამდენჯერაც მიიღებს პირად SEPA-ს ანგარიშზე, იმდენჯერ მიიღებს მონაწილეობას აქციაში.

4. თანხის გადმორიცხვის საკომისიო შეადგენს თანხის 0.5%-ს (მინიმუმ 4.90€)

5. ყოველი 34-ე მომხმარებელი, რომელსაც უნიფეის SEPA-ს ანგარიშზე აქციის პირობების თანახმად დაერიცხება თანხა, საჩუქრად მიიღებს 100 ევროს უნიფეისგან!

6. აქციაში არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება უნიფეის თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს (მშობლები, შვილები, (ყოფილი) მეუღლეები, და-ძმები, ბებია-ბაბუები, დეიდები, მამიდები, ბიძები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები.

7. ვალიდურ ტრანზაქციად ჩაითვლება მხოლოდ უნიფეის ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიშზე წარმატებით შემოსული ტრანზაქცია.

8. თანხის გადმორიცხვა ხდება მხოლოდ ევროპის 34 ქვეყნიდან, სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: SEPA 

9. იმ შემთხვევაში თუ გადმორიცხვის დროს მიმღების სახელი და გვარი არასწორია და ამ პირობის გამო ტრანზაქცია შეფერხდა, გაუქმდა ან საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მიმღები მონაწილეობას არ იღებს გათამაშებაში.

10. აქცია იწყება ამ წლის 11 აპრილიდან, საქართველოს დროით 15:00 საათზე და სრულდება ამავე წლის 9 მაისს საქართველოს დროით 18:00 საათზე.

11. უნიფეი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეამოწმოს მომხმარებლის მონაცემები და აქციიდან მოხსნას მომხმარებელი, თუ ის არღვევს აქციის წესებსა და პირობებს, ან შემჩნეული იქნა თაღლითობაში.

12. ყოველ 34-ე ტრანზაქციის მიმღებს 48 საათის ვადაში დავუკავშირდებით უნიფეიზე ვერიფიცირებულ ტელეფონის ნომერზე და მეილზე წერილობით მივაწვდით ინფორმაციას. თუ ვერ მოხერხდა 48 საათის განმავლობაში მომხმარებელთან დაკავშირება, თანხა გადაეცემა მომდევნო მომხმარებელს (35-ეს).

13. ნებისმიერ დროს, მომხმარებელს წინასწარ შეუძლია დარეკოს უნიფეის ცხელ ხაზზე და დააზუსტოს აქციის პირობები.

14. თუ სერვისის მომწოდებელს ან სისტემას, რომელიც საერთაშორისო საბანკო ტრანსფერს უზრუნველყოფს, შეექმნა პრობლემა და ამან გამოიწვია ტრანზაქციის შეფერხება, უნიფეი იტოვებს უფლებას არ ჩართოს ტრანზაქცია აქციაში. ტრანზაქცია მიიღებს აქციაში მონაწილეობას, თუ ის სრულად და გამართულად შემოვა მიმღების ანგარიშზე და აისახება ბალანსზე.

15. უნიფეი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლისათვის მიყენებულ რაიმე სახის ზიანზე, რომელიც შეიძლება დადგეს აქციაში მონაწილეობით ან პრიზის მიღებით.

16. აქციაში მონაწილეობით ყველა მომხმარებელი ეთანხმება აქციის წესებსა და პირობებს.

17. უნიფეი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეაჩეროს აქცია, შეცვალოს პირობები თუ ჩათვლის საჭიროდ.

18. მოგებული თანხა დაერიცხება მიმღებს უნიფეის ელექტრონულ საფულეში.

19. უნიფეი უზრუნველყოფს აქციის შედეგად დარიცხულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის გადახდას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იმ მომხმრებლის სახელზე, რომელზეც გაიცა აქციის პრიზი.