წესები და პირობები

უნიფეის გამოყენების წესები და პირობები
 
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს “უნიფეის” სისტემით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "უნიფეი") მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. უნიფეი უფლებას იტოვებს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში ნებისმიერ დროს.
 
აღნიშნული გამოყენების პირობები არეგულირებს თქვენი უნიფეის ანგარიშის გახსნას, გამოყენებას, სარგებლობას და დახურვას. 
 
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად ეს პირობები წარმოადგენს თქვენსა და უნიფეის შორის სამართლებრივ ურთიერთობას,   უნიფეის ინტერნეტ საიტზე და   უნიფეის სერვის ცენტრებში.
 
დამატებითი სერვისების გამოყენების მიზნით, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი პირობების და დებულებების მიღება/თანხმობა, ამგვარი სერვისების შეკვეთის ან გამოყენების დროს. 
 
სასურველია ამობეჭდოთ და/ან შეინახოთ აღნიშნული გამოყენების წესებისა და პირობების ასლი მომავალში გადახედვის მიზნით. 
 
თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გადახედოთ გამოყენების განახლებულ წესებსა და პირობებს ჩვენს ვებ გვერდზე: www.unipay.com და www.unipay.ge
 
უნიფეის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით უნიფეის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
 
 
1. თქვენი უნიფეის ანგარიში 
 
1.1 თქვენი უნიფეის ანგარიში წარმოადგენს ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც საშუალებას გაძლევთ  გააგზავნოთ,   მიიღოთ  და გადაიხადოთ თანხა ელექტრონულად. 
1.2 თქვენი უნიფეის ანგარიშზე არსებული ელექტრონული ფულის გამოყენების ვადა ამოუწურავია და მას არ ერიცხება რაიმე პროცენტი. 
1.3 თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაიტანოთ თანხები უნიფეის ანგარიშიდან, თუმცა, აუცილებელია პირადი მონაცემების  წინასწარი დადასტურება,  შესაძლებელია ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მოგიწიოთ დამატებით დოკუმენტაციის მოწოდება. 
1.4 თანხის გატანის მინიმალური ოდენობა განსაზღვული არის  1 ერთეული ვალუტაში, თუმცა, თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა საკმარისი უნდა იყოს სისტემაში მოქმედი თანხის გატანის საკომისიო გადასახადის დასაფარად. 
1.5 უნიფეის ვებ გვერდიდან თანხის გატანის მოთხოვნისას თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გატანის მეთოდი, ასევე თანხის გატანის მოთხოვნა შესაძლებელია უნიფეის სერვის ცენტრებში პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის საფუძველზე.
1.6 გახსოვდეთ, რომ: ელექტრონული ფულის ანგარიშები არ არის საბანკო ანგარიშები. 
1.7 უნიფეის ანგარიშზე ელექტრონული ფული ეკუთვნის იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ანგარიშის მფლობელად. 
1.8 ანგარიშის მფლობელის გარდა, სხვა არცერთ პირს არ გააჩნია რაიმე სახის უფლება უნიფეის ანგარიშზე არსებული თანხების გამოყენებისა, მემკვიდრეობით გადაცემის შემთხვევის გარდა. თანხის გატანა შეუძლიათ მინდობილ პირებს, რისთვისაც სერვის ცენტრში უნდა წარმოადგინონ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.
1.9 თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთ ან გაასხვისოთ უნიფეის ანგარიში ან ანგარიშზე კანონიერი ან სამართლიანი ინტერესი რომელიმე მესამე პირს. 
1.10 თქვენი უნიფეის ანგარიში შესაძლოა დაექვემდებაროს ბალანსის შევსების, გადახდის და თანხის გატანის, კონვერტაციის ან სისტემაში არსებულ დამატებით ლიმიტებს,  რაც დამოკიდებულია თქვენი უნიფეის ანგარიშის ვერიფიკაციის სტატუსზე.
 
2. ანგარიშის გახსნა
 
 რეგისტრაციის დროს აუცილებელია აირჩიოთ თუ რომელი ტიპის ანგარიშს ხსნით უნიფეის სისტემაში, ეს არის ფიზიკური პირის ანგარიში თუ იურიდიული პირის ანგარიში.
 
იურიდიული პირების რეგისტრაცია რეგულირდება იურიდიული პირებისათვის განკუთვნილი კონტრაქტის საფუძველზე.
 
ფიზიკური პირებისათვის
2.1 იმისათვის რომ გამოიყენოთ უნიფეი, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე www.unipay.com და როგორც სარეგისტრაციო პროცესის ნაწილი, უნდა დაეთანხმოთ უნიფეის გამოყენების წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად. 
2.2 დამატებითი სერვისების გამოყენებისას, შესაძლოა მოგიწიოთ დამატებით წესებსა და პირობებზე დათანხმება/მიღება.
2.3 თქვენ უნდა ამობეჭდოთ და/ან შეინახოთ აღნიშნული გამოყენების წესებისა და პირობების ასლი მომავალში გადახედვისათვის. 
2.4 იმისათვის, რომ ისარგებლოთ უნიფეის სერვისებით, თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი, რასაც ავტომატურად ადასტურებთ რეგისტრაციისას. 
2.5 ეს პირობა არ ვრცელდება იმ სერვისებზე, რომელზეც ჩვენ ვაწესებთ განსხვავებულ ასაკობრივ ზღვარს. 
2.6 ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს მოვითხოვოთ თქვენი ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 
2.7 თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი უნიფეის ანგარიშის გახსნის უფლება.
2.8 რეგისტრაციისას ან შემდგომში ნებისმიერ დროს თქვენს მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, სწორი და მოქმედი. 
2.9 უნიფეის ანგარიშს შეგიძლიათ დაამატოთ გადახდის ან თანხის მიღების  მხოლოდ ისეთი მეთოდები (როგორიცაა საბანკო ანგარიშები, საკრედიტო ბარათები ან სადებეტო ბარათები და ა.შ.), რომლებიც გახსნილი და რეგისტრირებულია მხოლოდ თქვენს სახელზე. 
2.10 გადახდის ან თანხის მიღების ისეთი მეთოდის დამატების მცდელობა, რომელიც არ არის თქვენს სახელზე გახსნილი და რეგისტრირებული, ჩაითვლება თაღლითურ ქმედებად. 
 
3. ანგარიშის შენახვა
 
3.1 უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს უნიფეის ანგარიშზე განთავსებული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი და განახლებულია. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე. 
3.2 შესაძლოა ჩვენ ნებისმიერ დროს გთხოვოთ თქვენი ინფორმაციის სიზუსტის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვა მტკიცებულების წარმოდგენა. 
3.3 ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით ან ამ წესებით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა გზით და მოგაწოდოთ ინფორმაცია ან გამოგიგზავნოთ შეტყობინებები თქვენი უნიფეის ანგარიშის შესახებ. 
3.4 თქვენ პასუხისმგებელი ხართ რეგულარულად შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტის ანგარიშის ან სხვა იმ საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციონირება, რომელიც მიუთითეთ უნიფეის სისტემაში რეგისტრაციის დროს. 
თქვენ ასევე ვალდებული ხართ დაუყოვნელივ მოიძიოთ და წაიკითხოთ თქვენი უნიფეის ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინებები. 
3.5 ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენს მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე. 
3.6 თქვენი უნიფეის საფულის ბალანსის შევსება, თანხის მიღება, თანხის გაგზავნა, კონვერტაცია და თანხების გატანა აისახება ტრანზაქციების ელექტრონულ ისტორიაში.
3.7 თითოეულ ტრანზაქციას ენიჭება ტრანზაქციის უნიკალური კოდი და აისახება ტრანზაქციების ისტორიაში. 
3.8 თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მიერ გატარებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, ჩვენთან კომუნიკაციის პროცესში აუცილებელია მიუთითოთ ტრანზაქციის კოდი. 
3.9 თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ანგარიშის ნაშთი და ტრანზაქციების ისტორია. ნებისმიერი დარღვევის შესახებ ან რომელიმე საკითხის გარკვევის მიზნით შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას.
 
4. უნიფეის ანგარიშის უსაფრთხოების დაცვა
 
4.1 თქვენი უნიფეის ანგარიშის პაროლი ნებისმიერ დროს შეინახეთ უსაფრთხოდ და არავის გაუმჟღავნოთ. 
4.2 უნიფეი არასოდეს მოგთხოვთ პაროლის ჩვენთვის ან რომელიმე მესამე პირისთვის გამჟღავნებას. არასდროს მოგთხოვთ თანხის გადმორიცხვას რომელიმე უნიფეის ან სხვა საგადამხდელო ინსტრუმენტების ანგარიშზე, არ მოგთხოვთ რაიმე მოსაკრებლის გადახდას, რაც არ არის გათვალისწინებული სისტემაში და არ რეგულირდება ამ წესებისა და პირობების მიხედვით. 
4.3 თუ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ან აღმოაჩნეთ ვებ გვერდს, რომლის აუთენტურობაში ეჭვი გეპარებათ, უნდა დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას. არ სცადოთ საეჭვო ვებ გვერდების გამოყენება ან შეტყობინებებზე გამოხმაურება. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.
4.4 ჩვენი რეკომენდაციით პაროლი უნდა შეცვალოთ სამ თვეში ერთხელ. არასოდეს დაწეროთ ან სხვაგვარად შეინახოთ პაროლი ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც იოლად ხელმისაწვდომია.
4.5 არ მისცეთ რომელიმე სხვა პირს თქვენს ანგარიშზე შესვლის ნება და/ან დაუშვათ, რომ ვინმე თვალს გადევნებდეთ ანგარიშზე შესვლის დროს. არ შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომლის მიხვედრა ადვილი იქნება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა რომელიმე სხვა პირისთვის ხელმისაწვდომი იყოს ან სხვა პირმა მოიპოვოს თქვენს შესახებ; ან შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომელიც ატარებს კონკრეტულ მნიშვნელობას. 
4.6 თუ გაქვთ რაიმე მინიშნება ან ეჭვი, რომ თქვენს უნიფეის სისტემაში შესასვლელი მონაცემები; პაროლი ან უსაფრთხოების სხვა ნიშნები დაიკარგა, მოიპარეს, მიითვისეს, არასანქცირებულად გამოიყენეს ან სხვაგვარი საფრთხე ემუქრება, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ პაროლი და დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას. 
4.7 აღნიშნულის შესახებ, ჩვენთვის შეტყობინების გვიან მოწოდება უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენი უნიფეის ანგარიშის უსაფრთხოებაზე. 
4.8 ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეაჩეროთ ან სხვაგვარად შეზღუდოთ თქვენი უნიფეის ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ანგარიშზე ხელი მიუწვდება რომელიმე სხვა პირს თქვენი თანხმობის გარეშე ან ჩვენი მხრიდან წარმოიქმნა ეჭვი, რომ ანგარიშს სხვაგვარად ექმნება საფრთხე. 
4.9 თქვენ ასევე უნდა მიიღოთ ყველა კეთილგონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ელ. ფოსტის ანგარიში იყოს დაცული და მხოლოდ თქვენთვის ხელმისაწვდომი, რადგან შესაძლოა თქვენი ელ. ფოსტის მისამართი გამოიყენონ პაროლის შეცლის ან თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევის მიზნით. 
4.10 ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, თუ თქვენს უნიფეის ანგარიშებზე რეგისტრირებულ ელ. ფოსტის მისამართებს რაიმე საფრთხე შეექმნება, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას და ასევე თქვენი ელ-ფოსტის სერვისის მიმწოდებელს. 
4.11 თუ თქვენ იყენებთ საჯარო ან საერთო მოხმარების კომპიუტერს, უნიფეის ანგარიშზე შესასვლელად, უნდა დარწმუნდეთ, რომ შესვლისთვის გამოყენებულ მონაცემებს არ შეინახავს ბრაუზერი ან არ მოხდება მათი ქეშირება ან სხვაგვარად დაფიქსირება. 
4.12 თუ თქვენ იყენებთ საკუთარ კომპიუტერს, უნდა დარწმუნდეთ რომ მხოლოდ თქვენთვისაა ხელმისაწვდომი ანგარიშზე დაშვება. 
 
5. უსაფრთხოების გასაღები
 
5.1 ეს გახლავთ დამატებითი დაცვის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენს ანგარიშზე დამატებულ ვერიფიცირებულ ტელეფონის ნომერზე გეგზავნებათ შეტყობინება, სადაც მითითებულია კოდი, რომელიც განკუთვნილია ისეთი ტიპის ოპერაციებისთვის, როგორიცაა სისტემაში შესვლა და  გადახდების განხორციელება.
 5.2 უსაფრთხოების კოდი აქტიურდება თქვენ ელექტრონულ საფულეში დამატებულ  ვერიფიცირებულ ტელეფონის ნომერზე. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ დაცვის დამატებითი მექანიზმი თქვენ უნიფეის ანგარიშის პარამეტრებიდან. დამატებითი უსაფრთხოების კოდის გამოყენებასთან  არსებულ პრობლემებთან  საკითხის გასარკვევად დაუკავშირდით უსაფრთხოების ადმინისტრაციას. 
 
ანგარიშის სატელეფონო კოდი - ელექტრონულ საფულეში თქვენ მიერ შესვლის დროს სისტემაში გენერირდება, რომელიც აუცილებელია ფინანსური ინფორმაციის მიღებისათვის, პასუხის მისაღებად ოპერატორს უნდა უკარნახოთ სატელეფონო კოდი.
 
როდესაც სისტემის ოპერატორს უკავშირდება არა უნიფეის მომხმარებელი არამედ მისი წარმომადგენელი, ოპერატორი მოითხივს ანგარიშის რეალურ მფლობლის თანხმობას ინფომაციის გაცემაზე ან უშუალოდ მასთან გასაუბრებას.
 
6. ანგარიშის დახურვა
 
6.1 თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დახუროთ უნიფეის ანგარიში უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირების გზით. 
6.2 თუ ანგარიშის დახურვისას თქვენს ანაგრიშზე არის რაიმე ნაშთი, თქვენ ვალდებული ხართ გაიტანოთ ხელმისაწვდომი თანხა 15 სამუშაო დღის ვადაში, რომლის დროსაც თქვენი ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დარჩენილი თანხების განაღდების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშის უსაფრთხოდ შენახვის თქვენი ვალდებულებები კვლავ იმოქმედებს. 
6.3 თუ თქვენ არ გაიტანთ თანხებს 5.2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ჩვენ შესაძლოა (თუმცა არ ვართ ვალდებულნი) გამოგიგზავნოთ ანგარიშზე არსებული თანხა თქვენს მიერ რომელიმე ვერიფიცირებულ საბანკო ანგარიშზე, თუ ასეთი არსებობს და დაგაკისროთ განაღდების გადასახადი (მათ შორის მოქმედი სავალუტო გადასახადი). 
6.4 თქვენი ანგარიშის დახურვა არ გააუქმებს ჩვენთან შენახულ თქვენს პირად მონაცემებს. ჩვენი მხრიდან მოხდება ამ მონაცემების, მათ შორის ტრანზაქციების ისტორიის შენახვა. 
6.5 უნიფეის ანგარიშის გახსნიდან  უფლება გაქვთ დახუროთ ანგარიში უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირების გზით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უნიფეის ბალანსზე გაქვთ თანხა, თანხის გატანამდე მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. 
 
ანგარიშის დახურვამდე განხორციელებული ტრანზაქციები და ტრანზაქციებზე გადახდილი საფასურები (მათ შორის ისეთი ტრანზაქციები, რომელიც არ ექვემდებარება გაუქმებას და დაწყებულია, მაგრამ არ არის დასრულებული ანგარიშის დახურვამდე), აღარ ანაზღაურდება. 
 
7. ანგარიშის ხელახლა გახსნა 
 
სისტემის მომხმარებლის ანაგარიშის დახურვის შემთხვევაში მისი ხელახალი გახსნა უნდა მოხდეს განაცხადის შევსების გზით. უნიფეის ადმინისტრაცია განიხილავს განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას ანაგარიშის გახსნის ან არ გახსნის შესახებ.
 
 
8. საფულის ვერიფიკაცია და მისი სტატუსები
უნიფეის სისტემაში ელექტრონული საფულის სტატუსი განისაზღვრება როგორც დაუმოწმებელი და დამოწმებული
 
ანგარიშის სტატუსი დამოწმებულია თუ გავლილი აქვს ყველა საჭირო ვერიფიკაციის მოთხოვნა.
ვერიფიკაციის მოთხოვნების არ დაკმაყოფილების დროს სტატუსი დაუმოწმებელია.
 
მიუხედავად სტატუსისა, მომხმარებელი ჩვეულებრივად ახორციელებს ელექტრონული საფულით სარგებლობას, გარდა იმ ფუნქციონალის რომელსაც სჭირდება დამოწმებული სტატუსი. 
 
დამოწმებული სტატუსის  მოთხოვნებია: 
– საბანკო ბარათის  ვერიფიცირება
– მობილურო ნომრის ვერიფიცირება, 
– პირადობის მოწმობის ან პასპორტის ვერიფიკაცია, 
– პირად საბანკო ანგარიშზე თანხის გატანა ან ანგარიშიდან შემოტანა.
 
ვერიფიცირების დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად დაიბლოკება.
 
9. თქვენი უნიფეის ბალანსის შევსების ოპერაცია
 
9.1 თქვენ შეგიძლიათ უნიფეის ბალანსის შევსება – უნიფეის ფილიალების და უნიფეის ვებ გვერდზე წარმოდგენილი შევსების მეთოდებით.
9.2  ბალანსის შევსების მეთოდები წარმოადგენს მესამე პირი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაწეულ გადახდის მომსახურებებს და არა უნიფეის სერვისის ნაწილს. 
9.3 უნიფეი არ გარანტირებს ბალასნის შევსების რაიმე კონკრეტული მეთოდის გამოყენებას და შესაძლოა ნებისმიერ დროს, განსაზღვრული პროცედურის გავლის გარეშე, ხელმისაწვდომი გახადოს, შეცვალოს ან შეწყვიტოს რომელიმე კონკრეტული მეთოდი. 
9.4 უნიფეი პასუხისმგებელი არ არის ბალანსის შევსების პროცედურაზე მანამ, სანამ თანხები არ აისახება მის ანგარიშზე.
9.5 ბალასის შევსების პროცესში, შესაძლოა დაგისვან უსაფრთოებასთან დაკავშირებული კითხვები ან მოგთხოვონ სხვა ისეთი ქმედებების განხორციელება, რასაც ჩვენ კეთილგონივრულობის ფარგლებში ვთვლით აუცილებლად სათანადო ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად. 
9.6 ბალანსის შევსება შესაძლოა დაექვემდებაროს თანხობრივ ლიმიტებს, უსაფრთხოების და იურიდიული მოთხოვნების თვალსაზრისით. 
9.7 იმ შემთხვევაში, თუ უნიფეის ანგარიშზე თანხის შეტანა მოხდა გადახდის ისეთი მეთოდით, რომელიც  შეტანილი თანხის ჩარჯბექის საშუალებას იძლევა, როგორიც არის (შეზღუდვის გარეშე) საკრედიტო და  სადებეტო ბარათები და ავტომატური გადახდები (Direct Debit), თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ, არ გამოიყენებთ ჩარჯბექის უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდის ინსტრუმენტი გამოყენებულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ ან უნიფეის-ს მიერ დარღვეულ იქნა წინამდებარე მომსახურების პირობები, რაც თქვენ გაძლევთ უფლებას, რომ მოითხოვოთ შეტანილი თანხის ანაზღაურება. თქვენ უფლება არ გაქვთ უკან დაიბრუნოთ ანგარიშს შევსების ტრანზაქციით გადარიცხული თანხა ან მოითხოვოთ ჩარჯბექი ანგარიშის შევსების ტრანზაქციაზე, იმ მიზეზის გამო, რომლეზეც უნიფეი არ არის პასუხისმგებელი, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს დავებს მერჩანტთან საქონლის ან მომსახურების მიუწოდებლობასთან დაკავშირებით, ასევე გადახდის ინსტრუმენტთან დაკავშირებულ ანგარიშზე თანხის შესაბამისი ნაშთის არარსებობას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დაგაკისროთ ყველანაირი საკომისიო და გადასახდელი, რაც ჩვენ დაგვეკისრება ჩარჯბექთან დაკავშირებით, ან ნებისმიერი, იმავე მიზნით განხორციელებული ქმედების გამო. ჩვენ ასევე უფლება გვაქვს დაგაკისროთ ჩარჯბექის საკომისიო 60 ლარის ოდენობით. 
 
 
9.8 თქვენ უფლება გაქვთ, შეატყობინოთ მერჩანტს, თქვენი სურვილი, უნიფეის ანგარიშის რეგულარულად გამოყენების შესახებ და უფლება მისცეთ თქვენი უნიფეის ანგარიშიდან ავტომატურად მოახდინოს თანხის ჩამოჭრა  (გადახდა) ყოველი განმეორებადი გადახდისას. ამ შემთხვევაში, თქვენ უფლებას აძლევთ უნიფეი-ს, ყოველი მომდევნო გადახდისას ჩამოჭრას თანხა იმ კონკრეტული 
გადახდის ინსტრუმენტიდან (საკრედიტო ან საბანკო ბარათი), რომლიდანაც თქვენ განახორციელეთ ძირითადი გადახდა (ანგარიშის შევსება) შემდგომი გადახდების განხორციელების მიზნით. 
 
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ არ გააუქმებთ, ან სხვაგვარი გზით არ მოახდენთ ზემოაღნიშნული მომდევნო გადახდების გაუქმებას ან სხვაგვარად შეწყვეტთ გადახდებს გადახდის ინსტრუმენტის ემიტენტ ორგანიზაციასთან (პროვაიდერი ბანკი) დაკონტაქტების გზით. 
 
იმისათვის, რომ მომდევნო გადახდები გაუქმებულ იქნეს სამომავლოდ, თქვენ ვალდებული ხართ ამის შესახებ შეატყობინოთ
 ა) უნიფეი-ს; 
ბ) შესაბამის მერჩანტს, რომლისგანაც მოხდა საქონლის ან მომსახურების შესყიდვა და რომელთან დაკავშირებითაც თქვენ გსურთ მომდევნო გადახდების გაუქმება. 
 
9.8  და 9.7 მუხლში ჩამოყალიბებული დებულებების შინაარსის პირობების გათვალისწინებით, თუ ჩარჯბექი ან ჩარიცხული თანხის უკან გამოთხოვის უფლების გამოყენება გამოიწვევს თქვენს უნიფეის ანგარიშზე უარყოფითი ბალანსის ასახვას, თქვენ ვალდებული ხართ, დაფაროთ აღნიშნული უარყოფითი ბალანსი თქვენს უნიფეის  ანგარიშზე შესაბამისი ოდენობის თანხის შეტანის გზით. აღნიშნული პირობის დარღვევა განიხილება როგორც წინამდებარე მომსახურების პირობების დარღვევა. უარყოფითი ბალანსის დაფარვის ვალდებულება მოქმედებს დაუყოვნებლივ, შეტყობინების გარეშე, თუმცა ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერ დროს გამოგიგზავნოთ შემახსენებლი შეტყობინებები ან მივიღოთ სხვა ზომები დავალიანების ამოსაღებად, რაც შეზღუდვის გარეშე გულისხმობს, დავალიანების ამოღებაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის ან ორგანიზაციისთვის საქმის გადაცემას, ან მოთხოვნის სასამართლოს წინაშე დაყენებას. ჩვენ ასევე უფლებას ვიტოვებთ, დაგაკისროთ ყველანაირი ხარჯი, რომელიც 
ჩვენ დაგვეკისრება ვალდებულების დაფარვის ან სააღსრულებო ღონისძიებებთან დაკავშირებით. 
 
9.9  გადახდის ინსტრუმენტებიდან განხორციელებული ანგარიშის შევსების ტრანზაქციების მიზნებიდან 
გამომდინარე, უნიფეი  წარმოადგენს გადასახადის მიმღებს და არა გადახდის მომსახურების პროვაიდერს. 
9.10. თქვენ არ გაქვთ უფლება, განახორციელოთ ტრანზაქცია იმ გადახდის ინსტრუმენტის გამოყენებით, 
რომელიც არ არის გაცემული თქვენს სახელზე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამოვლინებას ჩვენ ვეკიდებით სრული სერიოზულობით და შესაბამისად, სხვა პირის სახელზე გაცემული გადახდის ინსტრუმენტიდან ტრანზაქციის განხორციელების ყოველ მცდელობას მივიჩნევთ თაღლითობად. ზიანის ანაზღაურების დამატებითი საშუალებების მოთხოვნასთან ერთად, ჩვენ უფლება გვაქვს დაგაკისროთ ადმინისტრაციული  გადასახდელი 60 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიმართ წამოყენებული იქნება მოთხოვნა იმ თანხის უკან დაბრუნებაზე, რომლის ტრანზაქციაც განხორციელდა 
სხვა პირის სახელზე გაცემული გადახდის ინტრუმენტის გამოყენებით. 
 
9.11. ანგარიშის შევსების ტრანზაქციის განხორციელება წინამდებარე პირობების მე-15 მუხლის შესაბამისად ექვემდებარება საკომისიოს გადახდას და ვალუტის კონვერტაციას, რისი ოდენობაც დამოკიდებულია ანგარიშის შევსების ოპერაციის განხორციელების მეთოდსა და გადახდის ინსტრუმენტზე.
 
 
10. თანხის გაგზავნა
 
10.1 თანხის გაგზავნისთვის თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენს უნიფესი ანგარიშზე და განახორციელოთ თანხის გაგზავნა.
10.2 იმისათვის რომ უნიფეის სისტემაში გააგზავნოთ თანხა თქვენთვის სასურველ მიმღებთან, ის უნდა იყოს რეგისტრირებული უნიფეის სიტემაში მოქმედი ელექტრონული ფოსტით. მიუხედავად ამისა, თვნენ შეგიძლიათ თანხა გაუგზავნოთ სისტემაში არარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც თანხის მიღების შესახებ შეტყობინებას მიიღებს თქვენს მიერ გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ არარეგისტრირებული მომხმარებლის ტრანზაქცია, თუ  ის არ არსი დამთავრებული. გაუქმება შესაძლებელია ტრანზაქციების პანელიდან, თუ ტრანზაქცია არ გააქტიურდება მიმღების ელექტრონულ ფოსტაში ის ავტომატურად გაუქმდება 48საათის შემდგომ და დაბრუნდება  კუთვნილ ბალანსზე. 
დიდი სიფრთხილით და სიზუსტით უნდა აკრიფოთ ის მისამართი, სადაც გსურთ თანხის გაგზავნა. უნიფეი ელ-ფოსტის მისამართს იყენებს უნიკალურ იდენტიფიკატორად, რათა განსაზღვროს გადახდის სასურველი მიმღები, რომლის დამუშავებასაც თქვენ გვთხოვთ. 
10.3 თქვენ ვერ შეძლებთ ისეთი ტრანზაქციის გაუქმებას, რომელიც უკვე აისახება მიმღების ანგარიშზე. 
10.4 სისტემაში თანხის გაგზავნას არ ემატება რაიმე სახის საკომისიო. 
 
11. თანხების მიღება
 
11.1 თუ თქვენ თანხებს იღებთ თქვენს უნიფეის ანგარიშზე, აღნიშნული ტრანზაქციის შესახებ ჩვენ გატყობინებთ ელექტრონული ფოსტით და გიჩვენებთ თქვენი ტრანზაქციების ისტორიაში გადახდას, როგორც ფულის მიღების ტრანზაქციას. 
11.2 თქვენ რეგულარულად უნდა შეადაროთ შემოსული გადახდები თქვენს საკუთარ ჩანაწერებთან. 
11.3 თქვენს ანგარიშზე თანხის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტრანზაქციების ანულირება არ შეიძლება. უნიფეი უფლებას იტოვებს გააუქმოს ტრანზაქცია იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელმა, გადამხდელის ბანკმა ან გადახდის სერვისის მიმწოდებელმა მოახდინა ტრანზაქციის ან სხვა გადახდის უკუდარიცხვა ან სხვაგვარად ანულირება. 
 
12. სერვისების/პროდუქციის ღირებულიების გადახდა
 
12.1 როდესაც თქვენ განახორციელებთ უნიფეის სისტემაში ჩართული პროდუქტებისა თუ სერვისების შესყიდვას უნიფეის მეშვეობით, ვალდებული ხართ გაეცნოთ აღნიშნული პროდუქტისა და სერვისის მომწოდებლის საიტზე მოცემულ მიწოდების/სერვისის უზრუნველყოფის წესებსა და პირობებს. უნიფეის მეშვეობით თქვენ ახორციელებთ მხოლოდ გადახდას, შესაბამისად, უნიფეის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ტრანზაქციის განხორციელებით. უნიფეი არ აგებს პასუხს პროდუქციისა თუ სერვისის ხარისხზე და მისი მიწოდების პირობებზე.
12.2 თქვენს მიერ უნიფეის მეშვეობით ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების შესაძენად განხორციელებული გადახდის პროცედურა ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ აცნობიერებთ თუ რა პროდუტსა თუ სერვისს ყიდულობთ და არანაირი პრეტენზია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაგაჩნიათ.
12.3 თქვენ პასუხისმგებელი ხართ გადახდის განხორციელებისათვის მითითებული მონაცემების სისწორეზე. უნიფეი პასუხს არ აგებს უნიფეის სისტემაში ჩართული სერვისებისა თუ პროდუქციის შესყიდვისათვის თქვენს მიერ შეცდომით განხორციელებულ გადახდაზე. ასეთი სახის შემთხვევისას, უნიფეი არ არის ვალდებული ტრანზაქციის შეჩერებასა თუ თანხის უკან დაბრუნებაზე, თუმცა იგი იტოვებს უფლებას, გამოიჩინოს კეთილი ნება და გაგიწიოთ დახმარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მისი შესაძლებლობების ფარგლებში. 
 
13 . აკრძალული ტრანზაქციები
 
13.1 მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქტების და სერვისების გაყიდვასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული გადახდების მიღება ან გაგზავნა: 
თამბაქოს პროდუქტები; 
რეცეპტით გასაყიდი წამლები; 
ნარკოტიკები და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნივთიერებები; 
ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალები; 
საომარი იარაღი და დანები;
სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის დეშიფრატორები; 
პორნოგრაფია; 
მთავრობის საიდენტიფიკაციო კოდები და ლიცენზიები, მათ შორის დუბლიკატები და სიახლეები;
არალიცენზირებული ლატარია ან აზარტული თამაშები; 
წინასწარი გადახდის სადებეტო ბარათები ან სხვა დაგროვების ბარათები, რომელიც არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ მოვაჭრეს და არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული პროდუქტების ან სერვისების ყიდვით; 
მრავალდონიანი მარკეტინგი, გაყიდვების პირამიდული სისტემა ან პონცის სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა ,,სწრაფად გამდიდრების” სქემები ან მაღალსარგებლიანი საინვესტიციო პროგრამები; 
ისეთი საქონელი ან სერვისები, რომელიც არღვევს მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. 
13.2 უნიფეი უფლებას იტოვებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაამატოს სხვა აკრძალული ტრანზაქციების კატეგორიები წინამდებარე გამოყენების წესებსა და პირობებს.
13.3 მკაცრად აკრძალულია ისეთი პირების ან ორგანიზაციების მიმართ გადახდების განხორციელება ან მათგან გადახდების მიღება, რომლებიც გთავაზობენ უკანონო აზარტული თამაშების სერვისებს, მათ შორის (და არა მხოლოდ) სპორტული ფსონების უკანონოდ დადებას, კაზინოს თამაშებს ან პოკერის თამაშებს. 
13.4 ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი უნიფეის ანგარიში ან უარი ვთქვათ ტრანზაქციის შესრულებაზე, თუ ჩვენი შეხედულებით თქვენ პირდაპირ ან არაპირდაპირ არღვევთ  მე- 10  მუხლში  განმარტებულ წესებს. 
13.5 თქვენ ვერ გამოიყენებთ უნიფეის სერვისებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრობთ ნებისმიერ შემდეგ ქვეყანაში: 
ავღანეთი, 
კუბა, 
ირანი, 
მიანმარი, 
ნიგერია, 
ჩრდილოეთ კორეა, 
სომალი, 
სუდანი ან იემენი. 
 
ეს არ არის სრული ჩამონათვალი და ჩვენ შეგვიძლია საკუთარი შეხედულებისამებრ მივიღოთ გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებში ჩვენი სერვისების შეწყვეტაზე ან შეზღუდვაზე ნებისმიერ დროს და ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. 
13.6 მკაცრად აკრძალულია თქვენი უნიფეის ანგარიშის გამოყენება ნებისმიერი უკანონო მიზნებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ თაღლითური ქმედებების და ფულის გათეთრების მიზნით.
13.7 უნიფეი ნებისმიერ საეჭვო ქმედების შესახებ შეატყობინებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს. 
13.8 თქვენ გეკრძალებათ უნიფეის ანგარიშის გამოყენება მოვაჭრის მიერ გასაწევ მომსახურებაზე დაწესებული შეზღუდვების ბოროტად გამოყენების, ექსპლუატირების ან მოტყუებით მოხმარების მიზნით. 
13.9 თქვენ გეკრძალებათ უნიფეის სისტემაში ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული პრობლემის დროს არასანქცირებული თანხის გაჩენა, გადარიცხვა  ან/და მითვისება.
13.10 ამ მუხლში აკრძალული ქმედებების ჩადენის დროს კომპანია უნიფეი უფლებას იტოვებს ჩაოგაჭრათ  ან შეგიჩეროთ ანგარიშზე არსებული თანხა დაუყონებლივ. 
 
14. თანხების გატანა
 
14.1 თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ უნიფეის ანგარიშზე არსებული თანხების ყველა ან რომელიმე ნაწილის გატანა. ამისათვის, თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენს უნიფეის ანგარიშში, აირჩიოთ გატანის მეთოდი და შეიყვანოთ გასატანი თანხის ოდენობა. 
14.2 თანხის გატანის მეთოდები წარმოადგენს, ნაწილობრივ მაინც, მესამე პირი ფინანსური ინსტიტუტების (მაგალითად, ბანკი, სადაც ანგარიში გაქვთ გახსნილი) მიერ გაწეულ გადახდის სერვისებს. 
14.3 უნიფეი არ გარანტირებს თანხების გატანის რაიმე კონკრეტული მეთოდის ხელმისაწვდომობას და შესაძლოა ნებისმიერ დროს, სპეციალურად განსაზღვრული პროცედურის გავლის გარეშე, ხელმისაწვდომი გახადოს, შეცვალოს ან შეწყვიტოს თანხების გატანის რომელიმე კონკრეტული მეთოდი.
14.4 სისტემაში ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება თანხების გატანის სულ მცირე ერთი მეთოდი მაინც. 
14.5 როდესაც გატანილი თანხების გადახდას მიიღებთ გადახდის სერვისის მიმწოდებლის საშუალებით (როგორიცაა ბანკი, სადაც ანგარიში გაქვთ გახსნილი), უნიფეი პასუხს აღარ აგებს განხორციელებულ ტრანზაქციაზე, როგორც კი გატანილი თანხა აისახება გადახდის სერვისის მიმწოდებელის სისტემაში. 
14.5 თანხების გატანა ექვემდებარება გატანის მოსაკრებლების გადახდას. სისტემიდან თანხის გატანის მოსაკრებელის ოდენობა დაფიქსირებული იქნება თანხის გატანის მოთხოვნის დროს. 
14.6 თქვენ თანხების გატანა არ უნდა განახორციელოთ საბანკო ანგარიშზე ან გადახდის სხვა ინსტრუმენტზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ ანგარიშის დასახელებული მფლობელი. 
14.7 ნებისმიერ ანგარიშზე თანხის გატანის მცდელობა, რომლის მფლობელადაც თქვენ არ ხართ რეგისტრირებული, ჩაითვლება თაღლითურ ქმედებად. 
14.8 თანხის გატანის დროს, თქვენს მიერ მითითებული დეტალები უნდა იყოს ზუსტი და სრულყოფილი.
14.9 უნიფეი პასუხს არ აგებს, მცდარი დეტალების მითითების შედეგად განხორციელებულ ტრანზაქციაზე.
14.10 საბანკო ანგარიშზე თანხების გადარიცხვისას უნდა დარწმუნდეთ, რომ თანხის ოდენობა, ანგარიშის ნომერი, IBAN ფორმატი, სახელი და გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, სწორად არის მითითებული. 
 
15. სისტემის საკომისიო
 
15.1 სისტემის საკომისიო დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ანგარიშს ფლობთ უნიფეის სისტემაში. 
15.2 ტრანზაქციასთან დაკავშირებული მოსაკრებლების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩვენს ვებ გვერდზე განყოფილებაში - საკომისიო. 
15.3 მოსაკრებლები შეიძლება შეიცვლაოს ნებისმიერ დროს. განახლებული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება ვებ გევრდზე.
15.4 გარკვეულ გარემოებებში ჩვენ შესაძლოა დავაწესოთ დამატებითი მოსაკრებლები. 
15.5 თქვენი ტრანზაქციები შესაძლოა დაექვემდებაროს ვალუტის კონვერტაციას. ვალუტის თითოეული კონვერტაციისთვის უნიფეი გამოიყენებს კონვერტაციის იმ ტარიფს,  რომელიც იმ 
მომენტში მოქმედებს ბანკში. ნებისმიერი სხვა  ელექტრონული საფულიდან ან ანგარიშიდან მიღებული, 
ან მათი მიმართულებით განხორციელებული თანხის  კონვერტაციის შემთხვევაში, ვალუტის გაცვლის კურსი განისაზღვრება უნიფეის-ს მიერ. ჩვენ უფლება გვაქვს დამატებით გამოვიყენოთ უცხოური ვალუტის გაცვლის საკომისიო პროცენტის სახით, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოსგან დამატებით .
15.6 თქვენს მიერ გადასახდელი მოსაკრებლები დაიქვითება თქვენი უნიფეის ანგარიშის ნაშთიდან. ტრანზაქციას მოსაკრებლები დაერიცხება მაშინ, როდესაც ტრანზაქცია შესრულდება. თუ თქვენი ანგარიშის ნაშთი არ არის საკმარისი მოსაკრებლების დასაფარად, ჩვენ უარს ვამბობთ ტრანზაქციის შესრულებაზე. 
 
16. პასუხისმგებლობა
 
16.1 თქვენ გევალებათ რეგულარულად და ხშირად შეამოწმოთ ტრანზაქციების ისტორია თქვენს ანგარიშზე და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას რაიმე შეკითხვების ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში. 
16. 2 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნიფეი არ არის პასუხისმგებელი საკუთარ სერვისთან დაკავშირებულ რაიმე დარღვევაზე ან გაუმართაობაზე, ან ისეთ საშუამავლო მომსახურებებთან დაკავშირებულ რაიმე დარღვევაზე ან გაუმართაობაზე, რომელსაც უნიფეი ეყრდნობა საკუთარი ვალდებულებების შესრულების დროს, იმ პირობით, თუ ამგვარი დარღვევა ან გაუმართაობა გამოწვეულია გაუთვალისწინებელი გარემოებებით, რაც აღემატება უნიფეის კეთილგონივრულ კონტროლს. 
16. 4 უნიფეის წინამდებარე გამოყენების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება შემოიფარგლება თქვენთვის ელექტრონული ფულის ანგარიშის და მასთან დაკავშირებული გადახდის სერვისების უზრუნველყოფით, და არ ნიშნავს უნიფეის კლიენტის მიერ მიწოდებული და გაწეული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოების დადასტურებას.
16. 5 უნიფეი პასუხს არ აგებს ნებისმიერი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახადების განსაზღვრაზე ან გადახდაზე, რაც წარმოიქმნება თქვენსა და უნიფეის სხვა კლიენტთან ძირითადი კომერციული გარიგების საფუძველზე. 
 
17. შეწყვეტა და შეჩერება 
 
17. 1 თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირების გზით, რომლის მეშვეობითაც გაცნობებთ ყველა იმ დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თქვენი უნიფეის ანგარიშის შეწყვეტას. 
17.2 შეწყვეტის სხვადასხვა უფლებები შესაძლოა გამოიყენებოდეს იურიდიული ხელშეკრულების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფლობთ იურიდიული პირის ანგარიშს. 
17. 3 ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენი უნიფეის ანგარიში შეტყობინების გარეშე იმ შემთხვევაში: 
 
თუ თქვენ დაარღვევთ წინამდებარე გამოყენების რომელიმე პირობას ან კონკრეტული პირობებითა და დებულებებით დარეგულირებულ კონკრეტულ მომსახურებებზე მოქმედ ნებისმიერ სხვა პირობას;
თუ თქვენ დაარღვევთ ან ჩვენ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ არღვევთ უნიფეის სერვისების გამოყენებაზე გავრცელებულ რომელიმე კანონს ან წესს; ან თუ ჩვენ გვაქვს იმის მიზეზი, რომ თქვენ ნებისმიერი გზით ხართ ჩართული რაიმე თაღლითურ ქმედებაში, ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში ან სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.
 
 
18. წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა
 
18.1 წინამდებარე წესები და პირობები, ასევე დამატებითი სერვისების მარეგულირებელი ნებისმიერი წესები და პირობები და დებულებები ექვემდებარება ცვლილებებს. 
18.2 ნებისმიერი ცვლილება წესებსა და პირობებში ძალაში შედის დაუყონებლივ, გამოქვეყნებისთანავე. 
 
19. კომუნიკაცია
 
19.1 თქვენთან ძირითად საკონტაქტო ფორმას ჩვენთვის წარმოადგენს თქვენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა.
19.2 თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს და შეკითხვების შემთხვევაში დუაკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას. 
19.2.1ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები შესაძლოა შეიცავდეს დამატებით კომუნიკაციაზე ბმულებს ჩვენს ვებ გვერდზე. 
19.2.2 თქვენ ვალდებული ხართ შეინახოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი და თქვენთვის ხელმისაწვდომი ყველა კომუნიკაციის ასლები.
19.2.3 თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მოქმედი გამოყენების პირობების ან ნებისმიერი სხვა საკონტრაქტო დოკუმენტის ასლი უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.
19.3 ჩვენ თქვენთან ურთიერთობას წარვმართვათ ქართულ ენაზე და ჩვენთვის გამოგზავნილ კომუნიკაციას მივიღებთ ყოველთვის ქართულად. 
არასტანდარტული კომუნიკაციის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ ურთიერთობა ვაწარმოოთ ინგლისურ ენაზე. ნებისმიერ სხვა ენაზე შესრულებული დოკუმენტები და კომუნიკაცია მხოლოდ მოხერხებულობის მიზანს ემსახურება და არ წარმოადგენს აღნიშნულ ენაზე ნებისმიერი დამატებითი კომუნიკაციის განხორციელების ჩვენს ვალდებულებას. 
19.4 ელ. ფოსტით კომუნიკაციის გარდა, ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ წერილის ან ტელეფონის მეშვეობით. თუ თქვენ გამოიყენებთ მობილური ტელეფონით მომსახურეობებს, ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ მოკლე ტქსტური შეტყობინების საშუალებით.
უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირება შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით ან ვებ გევრდზე მოცემული საკონტაქტო ფორმის საშუალებთ, ასევე ტელეფონის მეშვეობით, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი წარმოდგენილია უნიფეის ვებ გევრდზე, განყოფილებაში - კონტაქტი.
 
20. სხვადასხვა
 
20.1 თქვენი უნიფეის ანგარიში რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 
 
გამოყენების პირობებთან დაკავშირებით წარმოქმნილი ან უნიფეის ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დავა გადაეცემა მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს განსახილველად. თუ წინამდებარე გამოყენების პირობების ნებისმიერ ნაწილს კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლო მიიჩნევს ქმედუუნაროდ, არაკანონიერად ან ძალადაკარგულად, მაშინ ამგვარი ნაწილი გამოიყოფა გამოყენების პირობების დარჩენილი დებულებებიდან, რომელთა ქმედითობა და კანონიერება ჩვეულებრივ ძალაში რჩება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.