ცვლილებები უნიკოინის სერვისში

 შეტყობინება 3 - უნიკოინის მომხმარებლების საყურადღებოდ - 15 იანვარი 2018 წელი

თუ თქვენი ბალანსი ვერ ფარავს გაყიდვის საკომისიოს 0,8% -ს , მოგვმართეთ წერილობით და უნიფეი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გაგინულებთ ბალანს და თანხას აგისახავთ ლარში.




 შეტყობინება 2 - უნიკოინის მომხმარებლების საყურადღებოდ -  9 იანვარი 2018 წელი

სისტემაში შეჩერებულია უნიკოინის ანგარიშების გააქტიურება. ასევე შეჩერებულია ბიტკოინების ყიდვა.
უნიკოინის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ გაყიდვის ან გაგზავნის ფუნქციით.




 შეტყობინება 1 - უნიკოინის მომხმარებლების საყურადღებოდ -  5 იანვარი 2018 წელი

გაცნობებთ რომ იგეგმება უნიკოინის სერვისის ძირეული განახლება, რის საფუძველზეც უნიკოინის სერვისს დაემატება შემდეგი საფულეები: Bitcoin, BitcoinCash, Litecoin, Ripple, Etherium.

აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად უნიფეი ეტაპობრივად მოახდენს სერვისის შეჩერებას და გადაწყობას ახალ გარემოზე. აღნიშნულიდან გამომდინარე უნიფეი აჩერებს უნიკოინის სერვისში წარმოდგენილი ბიტკოინის ანგარიშებზე მომსახურებას და მოგმართავთ თხოვნით რომ აღნიშნული ანგარიშები აღარ გამოიყენოთ თანხს მიღებისთვის.

უნიფეის სისტემაში მონიჭებული ბიტკოინის ანგარიშები ვალიდური იქნება მხოლოდ 2018წლის 22 იანვრამდე. 22 იანვრის შემდგომ ძველ ბიტკოინის ანგარიშებზე უნიფეი არ მოახდენს თანხის მიღებას და დამუშავებას.

2018 წლის 22 იანვრამდე შეგიძლიათ გააგზავნოთ ბიტკოინები სხვა საფულეებში ან დატოვოთ უნიფეიში და ბალანსები ავტომატურად გადავა განახლებულ UniCOIN ზე. პროცესების პარალელურად მომხმარებლებს შესაძლებელობა ექნებათ გამოიყენონ განახლებული UniCOIN ის ვებ გვერდი სადაც წარმოდგენილი იქნება Bitcoin, BitcoinCash, Litecoin, Ripple და Etherium საფულეები.

ყველა იმ მომხამრებელს ვისაც გავლილი აქვს ვერიფიკაცია უნიფეიზე ავტომატურად გადავა უნიკოინის სისტემაში და ისარგებლებს განახლებული სერვისებით. რაც შეეხება ბალანს და გაყიდვის ფუნქციას, იმ შემთხვევაში თუ გსურთ თქვენს ბალანსზე არსებული ბალანსი გაანულოთ, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე უნიფეი დაგიკონვერტირებთ არსებულ ბალანს ლარში. ამისათვის აუცილებელია მოგვწეროთ support@unipay.com ან დაგვირეკოთ 2 193 194